მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 26 არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის საელჩოსთან დაგეგმილ აქციას ემიჯნება

26 არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს ამერიკის საელჩოსთან დაგეგმილ 'ქართული პარტიის' აქციას ემიჯნება . 
'ქართული აკადემიის' ოფისში პრესკონფერენციაზე არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ გაუმართლებელი და არასწორია ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია. მათი განცხადებით, ამერიკა კრიტიკულადაა განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშითაც დადასტურდა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამერიკის წინა ხელისუფლების გამო პასუხი ახალ ხელისუფლებას არ უნდა მოეთხოვოს. 
არასამთავრობოებს არც 21 მაისს დაგეგმილი 'სახალხო კრების' აქცია მიაჩნიათ გამართლებულად. ისინი ამბობენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის რესურსი ჯერ კიდევ დარჩენილია. ოპოზიციამ უნდა განაახლოს მოლაპარაკებები. თუ ხელისუფლება მაისის ბოლომდე პრინციპულ საკითხებზე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ მიიჩნევენ გამართლებულად საპროტესტო აქციების დაწყებას. 
აღნიშნულ განცხადებას, რომელიც 'ქართული აკადემიის' წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ წაიკითხა, ხელს აწერს 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტები. მათ შორის ყოფილი 'ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის', 'კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების კვლევის ცენტრი', 'ადვოკატთა ასოციაცია', 'ლევან მიქელაძის ფონდი', 'გადაარჩინე სიცოცხლე', 'მრავალენოვანი საქართველო', 'ასოციაცია სამართალი და თავისუფლება', 'კავშირი 21-ე საუკუნე', 'კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის', ასევე, ნაირა გელაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, სოსო ცისკარიშივლი, ზაზა ფირალიშვილი, ზაზა შათირიშვილი, გია ვოლსკი, ზვიად ქორიძე, მანანა კობახიძე, ზაალ ანჯაფარიძე. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები