მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 26 მაისი

 

თბილისში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან. ხვალ, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის 20-წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართება. სტუმრებისთვის, რომელთა შორის მთავრობის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან, ტრიბუნები უკვე დამონტაჟდა. ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის დემონსტრირება მოხდება-ქვეითი ჯარის, ავიაციისა და სამხედრო ტექნიკის. ხვალ, რუსთაველზე პირველად გაივლის ქართული წარმოების ჯავშან-ტრანსპორტიორი 'დიდგორიც'. იქნება სიახლეს, აღლუმში პირველად მიიღებს მონაწილეობას სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი. ანსამბლის 100-კაციანი შემადგენლობა საბრძოლო ცეკვა 'ხორუმს' წარმოადგენს და კინო რუსთაველიდან ქაშუეთის ტაძრამდე ცოცხალ ჯაჭვს შეკრავს. ხვალინდელ ცერემონიას საპატიო სტუმარიც ეყოლება-ნოე ჟორდანიას ვაჟი 90 წლის რეჯიბ ჟორდანია, რომელიც ჰემპტონიდან თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. 

იმედი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები