მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 58-ე არმიას ოკუპირებულ ცხინვალში ეპატიჟებიან

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე დაისვენებენ.

როგორც სააგენტო „ოსრადიო' იუწყება, ღონისძიების ორგანიზატორი ადგილობრივი დაჭრილთა ფონდია, რომელიც თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროების მიმართ მადლიერებას ამ ფორმით გამოხატავენ.

რამდენი სამხედრო მოსამსახურე შევა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, უცნობია. უცნობია ისიც, რამდენ ხანს გასტანს მათი დასვენება.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 58- ე არმიის შემადგენლობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში 26 აგვისტოს შევა, როცა სეპარატისტები რუსეთის მიერ აღიარებას ზეიმობენ.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები