მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აზერბაიჯანის საზღვართან რუსული ჯარები იყრის თავს

„ბაქო ეჭვის თვალით უყურებს დაღესტანში - აზერბაიჯანის საზღვართან  რუსული ჯარების კონცენტრაციას. ჯარების თავშეყრა საზღვრისპირა სოფლებიდან შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. რუსული ჯარების პერედისლოკაცია, ძირითადად, დაღესტნის სოფლის - მაგერამკენდის მიმართულებით ხდება, სადაც ადგილი აქვს სამხედრო ტექნიკისა და სხვადასხვა დანიშნულების ძალების კონცენტრაციას. რეგიონის მოსახლეობა იუწყება, რომ აზრბაიჯანის სპეცსამსახურები და უშიშროების ორგანოები შესაძლო პროვოკაციების გამო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ'. ამის შესახებ აზერბაიჯანული „ვესტი. აზ' წერს.


თუ რას უკავშირდება აზერბაიჯანის საზღვართან რუსული არმიის თავმოყრა, უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ამ დროისათვის ვითარება დაღესტანში დაძაბულია და იქ რეგულარულად ხდება უსაფრთხოების ძალებისა და ბოევიკთა შეტაკებები. უფრო ადრე კი გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთი გაზაფხულის დადგომისთანავე რეგიონში რადიკალური დაჯგუფებების წინააღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციას გეგმავს.
 
„ვარაუდობდნენ, რომ ამ ოპერაციის დროს შესაძლებელია ბოევიკთა ჯგუფის აზერბაიჯანში შეღწევის „ორგანიზება' და ამის კვალდაკვალ რუსული ჯარის მიერ საზღვრის გადაკვეთა' - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა მოსკოვში უარყოფენ აზერბაიჯანის საზღვართან ჯარების მობილიზების შესახებ ინფორმაციას და ამბობენ, რომ იქ მხოლოდ სასაზღვრო და შინაგანი ჯარები დგას. თუმცა თავად დაღესტნის ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყნის სამხრეთით ჯარები ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ.

ამ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ვაფა გულუზადემ, რომელიც აცხადებს, რომ „ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტები უფრო ღრმავდება. პუტინმა დაღესტანში რამაზან აბდულატიპოვი დანიშნა, თუმცა მას არ ძალუძს რაიმეს შეცვლა, რადგანაც არასოდეს უცხოვრია აზერბაიჯანში და არ იცნობს რესპუბლიკას. ამიტომ პუტინი იძულებულია იქ ჯარები შეიყვანოს. დაღესტანში, შესაძლოა, ჩეჩნეთის სიტუაცია განმეორდეს. ამასთან, სასაცილოა, აზერბაიჯანზე რუსეთის თავდასხმას ველოდეთ. რუსეთი პირდაპირ არასოდეს დაესხმება თავს აზერბაიჯანს. ის გამოიყენებს სომხეთს, როგორც ზეწოლის საშუალებას. ფრონტისპირა ზონა ჩვენზე ზეწოლის ბერკეტია. არ ვფიქრობ, რომ დაღესტანში ჯარების თავმოყრა აზერბაიჯანზე უარყოფითად აისახება' - თვლის პოლიტოლოგი.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები