მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბაქო და ერევანი ერთმანეთს დივერსიაში ადანაშაულებენ

ბაქო და ერევანი ერთმანეთს ბრალს უყენებენ იმ სისხლიან ინცინდენტთან დაკავშირებით, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სომხეთში ყოფნისას მოხდა.

აზერბაიჯანულ მხარეს მომხდარის სათავისო ვერსია აქვს, ისევე როგორც სომხეთს. ერევნის ოფიციალურმა სტრუქტურებმა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ დივერსიული ოპერაციის სამზადისის შესახებ განაცხადეს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. თუმცა აზერბაიჯანული სააგენტო 1news.az პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომეხი დივერსანტების მიერ განხორციელებული მცდელობა, აერიათ სიტუაცია, ჩავარდა და მათთვის დანაკარგებით დასრულდა' - იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო. მისივე ცნობით, „სომეხი სამხედროების მცდელობის შედეგად - გადაელახათ სახელმწიფო საზღვარი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებულია 3, ხოლო დაჭრილია 5 სომეხი დივერსანტი'.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს და აპროტესტებს ოფიციალური ბაქოს ამ ბრალდებას.

ინცინდენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 4 ივნისს მოხდა. ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სროლების შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები