მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბერლუსკონი პოლიტიკიდან მიდის

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკის დატოვებას აპირებს და არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმა La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მსგავსი განცხადებები ბესრლუსკონის ადრეც გაუკეთებია, თუმცა ბოლო დროს ამ თემაზე სულ უფრო ხშირად საუბრობს. 

როგორც ბერლუსკონიმ ინტერვიუში აღნიშნა, ის 2013 წელს წავა, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი ვადა ამოიწურება. 'მე მზად ვარ ახლავე დავტოვო თანამდებობა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ', - განუცხადა ჟურნალისტს ბერლუსკონიმ. 

მან ასევე დაადასტურა, რომ მომდევნო ვადით კენჭს აღარ იყრის. 'მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ', - განაცხადა პრემიერმა და იქვე დასძინა, - '77 წლის ასაკში (2013 წელს ბერლუსკონი 77 წლის ხდება) კაბინეტის ხელმძღვანელობას ვეღარ შევძლებ'. 

ინტერიუში ბერლუსკონიმ საბოლოოდ დაადასტურა მისი მემკვიდრის ვინაობაც. 'მემარჯვენე ცენტრისტებიდან პრემიერობის კანდიდატი ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი ანჯელინო ალფანო იქნება, - აღნიშნა მან, - საარჩევნო კამპანიაში მის მხარდასაჭერად მივიღებ მონაწილეობას - 'უხუცესი' ვიქნები'.


ambebi.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები