მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბესარიონ აპლია: აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილება არ არის

 

აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში უთანხმოება არ არის. თუ ერთი ადამიანი არ ეთანხმება მთელი აფხაზეთის სასულიერი პირებს, რაღაც მისთვის ნაცნობი მიზეზების გამო ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილებაა. ეს განცხადება ე.წ. სოხუმისა და ბიჭვინთის მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა ბესარიონ აპლიამ გააკეთა.

'არის ერთი სასულიერო პირი ანდრეი ამპარი და ეს არ ნიშნავს განხეთქილებას აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, თავად მას კი შეუძლია კვალავ დაბრუნდეს სიმართლის გზაზე და ყველას წინაშე მოინანიოს', _ განაცხადა ბესარიონ აპლიამ და აღნიშნა ისიც, რომ ახალი ათონის სასულიერო პირების მიერ 4 აპრილს გამართული შეკრება, სადაც მათ რუსეთის პატრიარქის მიერ ახალი ათონის წინამძღვრად რუსი ეროვნების სასულიერო პირის დანიშვნა გააპროტესტეს და წინამძღვრად ანდრეი ამპარი აირჩიეს 'უკანონო' იყო.

ამას გარდა, აპლიამ ასევე განაცხადა ის, რომ ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად რუსი ეფრემ ვინოგრადოვის დანიშვნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მხრიდან მხოლოდ 'აფხაზეთის სასულიერო პირების თხოვნის დაკმაყოფილება იყო და პატრიარქმა აფხაზეთში მსახურებისათვის ეფრემ ვინოგრადოვს მხოლოდ კურთხევა მისცა'. 
მისივე თქმით, რუსეთის პატრიარქატს არასოდეს გამუთქვამს სურვილი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამორჩილებისა.

'პირიქით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის გვეხმარებოდა ჩვენ და იმის გაკეთებას რაც ჩვენთვის მოსკოვის საპატრიარქომ გააკეთა ვერავინ ვერასოდეს შეძლებს', _ აცხადებს აპლია.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის სასულიერო პირთა შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ბესარიონ აპლიამ საკუთარი ნებითა და ყველასთან შეუთანხმებლად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის კურთხევით ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად რუსი ეროვნების სასულიერო პირი ეფრემ ვინოგრადოვი დანიშნა. მონასტრის საძმომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საერო-სასულიერო შეკრება გამართა და მონასტრის წინამძღვრად აფხაზი ეროვნების სასულიერო პირი ანდრეი ამპარი აირჩია.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები