მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბურჯანაძეს, რუსეთი, ახალ პარტიას დაუფინანსებს

ოქტომბრის თვეში, ახალი ცენტრისტული პოლიტიკური პარტია იქმნება, რომლის დამფუძნებლები და საინიციატივო ჯგუფის წევრები საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ბიზნესმენები არიან.

 

ახალი პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და დამფუძნებელი რუსეთში მოღვაწე, აფხაზეთიდან დევნილი ბიზნესმენი მინდია გულუაა, რომელიც გასულ კვირას, საზოგადოების ერთ ჯგუფს სტამბულში შეხვდა და აღნიშნული პარტიის შექმნის შესახებ ისაუბრა. ცნობილია, რომ ახალი პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ მინდია გულუა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად ალექსანდრე ებრალიძისა და ვლადიმე ხომერიკის გვერდით გამოჩნდა, თუმცა მათი პარტნიორობა დიდი ხანი აღარ გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ გავლენების გადანაწილების გამო უთანხმოება მოუხდათ და გულუამ დამოუკიდებლად განაგრძო საქმიანობა. მან ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი მოძრაობა ,,საქართველოსთვის' და აქტიურად დაიწყო ყოფილი პარტნიორების, ხომერიკი-ებრალიძის ტანდემიდან დიასპორის წარმომადგენლების გადაბირება.

მინდია გულუა, რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნეს-ელიტასთან დაახლოებული პირია. ცნობილია, რომ გულუა პუტინის ,,ედინაია რასიას' პარტიული სიით იყრიდა კენჭს. მის მიერ ფინანსდება ,,დევნილთა კონგრესი,'  რომელიც 2009 წელს დაფუძნდა.

სხვათაშორის,  ,,დევნილთა კონგრესი', თანადამფუძნებლებმა გოგი სილაგაძემ და თენგიზ ლომიამ დატოვეს, მიზეზად დაასახელეს ორგანიზაციის რუსული ფულით დაფინანსება და ნინო ბურჯანაძის პარტიული ინტერესების გატარება. გაზეთ ,,პრაიმ ტაიმისთვის' მიცემულ ინტერვიუში თენგიზ ლომია ამბობს, რომ კონგრესში განხეთქილება ნინო ბურჯანაძის გამო შეიქმნა.

,,ჩემი ,,დევნილთა კონგრესიდან' წამოსვლა, სახალხო კრების ღონისძიებებში მონაწილეობასა და კონკრეტულად, ნინო ბურჯანაძის ინტერესების გატარებას უკავშირდება.მინდია გულუა აფინანსებს ,,დევნილთა კონგრესს,' ხოლო კონგრესი არის ჩართული ნინო ბურჯანაძის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. თავად მინდია გულუა ამბობს, რომ არანაირი პარტიული ინტერესები არ გააჩნია, მაგრამ ფაქტი ფაქტია. მინდია გულუა რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. „დევნილთა კონგრესს' ძირითადი წარმომადგენლობები აქვს რუსეთის ტერიტორიაზე. ამჟამად, მინდიას მთავარი პარტნიორი გახლავთ მისი ნათესავი დავით გულუა, რომელიც ბადრი ბიწაძის ძმაკაცია. ეს ცნობილი ფაქტია. როცა ბიწაძე იყო სასაზღვრო დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით გულუას მისი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ისინი ერთად მოდიან სამსახურებრივადაც. სხვათაშორის, დევნილთა კონგრესის პირველი შეხვედრებისთვის გამოყენებული იყო სწორედ ის ოფისები, რომელიც ნინო ბურჯანაძეს ეკავა,'-განაცხადა თენგიზ ლომიამ. ფაქტი, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის უკან რუსეთის პოლიტიკური ელიტა ჩანს,  პარტიის შიგნით კი, რუსული ფულის სუნი ტრიალებს.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები