მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> დავით ბაქრაძე - მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენიც აკლიათ

'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, - ამის შესახებ 'რუსთავი 2'-ს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა .

მისი განმარტებით, უმცირესობა მოითხოვს ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის. 'და მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ', - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობისთვის მიუღებელია ის ტონი, რომელსაც უმრავლესობა მათთან ურთიერთობაში იყენებს, რომ 'ჩვენი ხმები არაფერი სჭირდებათ'. 'ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, გამოვაცალოთ მთავრობას ხელიდან თავის გასამართლებელი მექანიზმი. მაგრამ იმისთვის, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს სპეკულირების საშუალება, რომ გაგვტეხეს, მოვითხოვთ სარეიტინგო კენჭისყრას, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება უმრავლესობას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის და მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ', - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, დღეს ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები გამართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. კონსულტაციების თემა სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები