მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი თბილისს ეწვევა

დღეს, 27 აპრილს, თბილისს ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, კრჟიშტოფ ლისეკი ეწვევა.

დელეგაცია პირველ შეხვედრას საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ურშულა დოროშევსკასთან გამართავს, რის შემდეგაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს, ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდება.

კრჟიშტოფ ლისეკი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება.

პარლამენტიდან ევროპის პარლამენტის წარმომადგენელი სახელმწიფო კანცელარიაში გაემგზავრება და ვიცე-პრემიერმინისტრს, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძეს შეხვდება.

დელეგაციის წევრები 28 აპრილს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს შეხვდებიან, საიდანაც ამერიკის საელჩოში გადაინაცვლებენ და შეხვედრას ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჯონ ბასთან გამართავენ.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილთან და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

დელეგაცია თბილისს 29 აპრილს დატოვებს.

 

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები