მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვანო მერაბიშვილის პასუხის პასუხი ნოდარ ხადურს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში მძიმე ტენდენციები შეინიშნება.

''მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებებს. სამწუხაროდ, ფინანსთა მინისტრი გაურბის აღნიშნულ საკითხებზე ჩვენთან საუბარს.
მის გუშინდელ განცხადებებში არაფერია ნათქვამი 2012 წლის ბოლო სამი თვის ეკონომიკურ ტენდენციებზე და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში დღეს მძიმე ტენდენციები გვაქვს და ეს პროცესი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო'' - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხადურმა ვანო მერაბიშვილთან გადაცემა ''პოზიციაში'' დებატებზე უარი თქვა და ქვეყნის ეკონომიკაზე საუბარი ჟურნალისტებთან არჩია.

'ნაციონალური მოძრაობის' გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის  განცხადების, რომლის თანახმადაც ქვეყანა საბიუჯეტო კრიზისის ზღვარზეა, საპასუხოდ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არავითარი პრობლემა და კრიზისის წინა პროცესები არ არსებობს. 
'საბიუჯეტო კრიზისი ნიშნავს, როდესაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის არ არსებობს შეთანხმება ბიუჯეტზე. საქართველოს ბიუჯეტი მიღებულია პარლამენტის მიერ. ხელმოწერილია პრეზიდენტისგან და შესაბამისად, არანაირი საბიუჯეტო კრიზისი არ არსებობს. ბატონი ვანო, ალბათ, ფინანსურ კრიზისს გულისხმობდა, არც ეს არ არის სწორი. ბიუჯეტში დღეს არის გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე იყო შარშან იანვარში ამავე დღეს. ანუ ბიუჯეტში გადასახადების მობილიზება მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში გეგმის შესაბამისად. არცერთი წამით არ დაგვიანებულა არცერთი გადასახდელის გადახდა. იანვრის პენსია უკვე გაცემულია, ხელფასების გაცემა მიმდინარეობს. ტრანსფერები წინსწრებად გადაირიცხა იანვრის პირველ ნახევარში. ასე, რომ არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში საგანგაშო მდგომარეობაა, ასევე არასწრორია. რაც შეეხება მონოპოლიებს, იცით, რომ საწვავი და წამლები გაიაფდა და თავისთავად ცხადია, ასეთი ტიპის ბიზნესებში აქტივობა ოდნავ შემცირდა', - განაცხადა ხადურმა.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები