მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვანო მერაბიშვილი კანონიერი ქურდების გათავისუფლების შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

ციხეებიდან ე.წ კანონიერი ქურდების გამოშვებას, რამდენიმე წუთის წინ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში' გამოეხმაურნენ. როგორც ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განუცხადა, მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია.

ვანო მერაბიშვილი: 'იმ ფონზე, როცა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა (ამას სტატისტიკა არ სჭირდება, ამას თითოეული ჩვენთაგანი ვგრძნობთ), დაუშვებელია კანონიერი ქურდების გამოშვება. ეს კრიმინალურ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს'. 

ყოფილი პრემიერის თქმით, ბოლო წლების მთავარი მონაპოვარი სწორედ ქვეყნის კრიმინალური ავტორიტეტებისგან გათავისუფლება იყო.

„მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ძველ, ბნელ დროში დაბრუნდეს, როდესაც ჩვენი და ჩვენი შვილების საქმეებს კანონიერი ქურდები არჩევდნენ. იკრიბებოდა 'ობშიაკი', ქურდები ახორციელებდნებ ე.წ ვაზვრატებს, მართავდნენ არა მხოლოდ კრიმინალურ სამყაროს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკაშიც ერეოდნენ',- დასძინა მერაბიშვილმა. 

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც შს სამინისტროდან ძველ გამოცდილ პოლიციელებს ათავისუფლებენ, კანონიერი ქურდების გამოშვება ქვეყნისთვის საგანგაშოა.

ვანო მერაბიშვილი: 'მოვუწოდებ მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს გადამჭრელი ზომები, რომ საქართველოში კანონიერი ქურდების ბატონობა არ დაბრუნდეს. მათი ციხიდან გამოშვება შემოუბრუნდება ჩვენ ეკონომიკას, იმიჯს და რაც მთავარია საფრთხეს შეუქმნის ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას'.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები