მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ივანიშვილმა და მედვედევმა რამდენიმე წუთი ისაუბრეს

რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრემიერს ბიძინა ივამიშვილს დავოსში გაესაუბრა. რუსული მედია აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა პირველია ქვეყნის მთავრობის მეთაურებს შორის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შედგა.

'რუსეთის პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკური ფორუმის სტუმრების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს გაესაუბრა',_ ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ერთ ერთ რუს ბიზნესმენზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა.

'საქართველოს პრემიერი თავად მივიდა მედვედევთან და მათ რამდენიმე წუთის განმავლობაშო რაღაცაზე ისაუბრეს', _ წერს რუსული მედია.

რუსეთის მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ხელმღძვანელის ნატალია ტიმაკოვას ზოგადი ინფორმაციით, ამგვარი დიდი ფორუმების დროს ტრადიციულად ხდება მრავალი კონტაქტი მონაწილეთა შორის.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები