მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. 
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს' პარტიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ოპოზიციონერი ლიდერი ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხები განიხილება. 

ფორუმს საერთაშორისო პოლიტიკური მოღვაწეები დაესწრებიან. ირაკლი ალასანია ფორუმზე რეგიონალური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების რეგულირების საკითხებზე სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში 'თავისუფალი დემოკრატების'ლიდერი შეხვედრებს გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან, სენატორებთან და მინისტრებთანაც.

დაგეგმილია შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან.

E.S

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები