მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლიბიელმა მეამბოხეებმა კონტროლი სამ ქალაქზე აღადგინეს

 

მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეებმა, ლიბიაში სამ ქალაქზე აღადინეს კონტროლი. მათ დაქვემდებარებაში გადავიდნენ ქალაქები - რას ლანუფი, ბრეგა და უქაილა.

აღნიშნული ქალაქებიდან, კადაფის მხარდამჭერი ძალები მეამბოხეებმა კოალიციის საჰაერო ძალების დახმარებით განდევნეს. კადაფის ძალები აკონტროლებენ საპორტო ქალაქ აჯდაბიას, რომელიც მათ ხელში პარასკევს მომხდარი შეტაკებების შემდეგ ჩაიგდეს.

როგორც ოფიციალური პარიზი იუწყება, ფრანგულმა საჰაერო ძალებმა გუშინ ლიბიის 5 სამხედრო სამხედრო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურეს.

დასავლეთ ლიბიაში მეამბოხეები მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან ქალაქს - მისრატას აკონტროლებენ. კადაფის ძალები მისრატაზე ძლიერ დაბომბვებს ახორციელებენ.

როგორც ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, კოალიციის ძალები კადაფის მთავარ დასაყრდენ ქალაქ სირტაზეც ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს. ლიბიის მთავრობის პრესსპიკერ მუსა იბრაჰიმის განცხადებით, ლიბიაში მრავალი უდანაშაულო ადამიანი კვდება კოალიციის ქმედებების გამო.

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის წინააღმდეგ აჯანყებები თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ტუნისსა და ეგვიპტეში რევოლუციები მოხდა. კადაფი ლიბიას 40 წელზე მეტია მართავს. კოალიციის საჰაერო ძალების შეტევები ლიბიის ლიდერის სამხედრო ძალების წინააღმდეგ გასულ კვირას დაიწყო. როგორც ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, საჰაერო თავდასხმებს 100 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ბარაკ ობამას განცხადებით, ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია აშკარაა, რომ წარმატებულია.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები