მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: რუსებისთვის მისაყიდი ზედმეტი ღვინო არ გვაქვს

 

საქართველო არ აპირებს ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნების სანაცვლოდ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი „ფორინ პოლისისთან' აკეთებს.

'ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი, რუსებისთვის მისაყიდი ღვინო. ჩვენთვის ეს არ არის ვაჭრობის საგანი'-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, თბილისის მოთხოვნად კვლავ რჩება საქართველოს საზღვრებზე - ფსოუსთან და როკის გვირაბთან საბაჟოების გამჭვირვალობა. პრეზიდენტის განცხადებითვე, კრემლს თბილისთან მოლაპარაკების გამართვა არ სურდა და ამ პრობლემის გადაწყვეტას ამერიკელების დახმარებით აპირებდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ობამას ადმინისტრაციამ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და კრემლის წარმომადგენლებს უთხრა, რომ არ აპირებდა ყოფილიყო მხარე რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებში.

კომერსანტი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები