მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო ბურჯანაძე ვეროპული ტურნეს ფარგლებში შეხვედრებს ავსტრიაში მართავს

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს' თავმჯდომარე და „სახალხო კრების' აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე ევროპული ტურნეს ფარგლებში შეხვედრებს ავსტრიაში მართავს.

15 ივლისს ნინო ბურჯანაძე ავსტრიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბრუნო აონერს შეხვდა და გადასცა დოკუმენტების პაკეტი, რომელიც შეიცავს ობიექტურ ინფორმაციას ფოტო და ვიდეო მასალას

18-26 მაისის და მის შემდგომ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში, მმართველი რეჟიმის მიერ გატარებულ იმ არადემოკრატიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც პრაქტიკულად აკანონებს ერთი კაცის დიქტატურას მთელ ქართველ ხალხზე, ასევე ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხზე და იმ ტერორზე, რომელსაც რეჟიმი 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაციის შემდეგ გაათმაგებული სიძლიერით ახორციელებს.

ასევე შეხვედრები გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტ ბატონ ბროსრუკთან, ავსტრია - საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრებთან და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ნინო ბურჯანაძემ ყველა მათგანს გადასცა ზემოთხსენებულ დოკუმენტთა პაკეტი, ფოტო და ვიდე მასალა, რომელიც მეტად შთამბეჭდავი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ავსტრიელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისათვის.

ნინო ბურჯანაძემ ყველა შეხვედრაზე მოითხოვა 26 მაისის მოვლენების საერთაშორისო გამოძიება, ავსტიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან კი დააყენა საკითხი პარლამენტში, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის დამატებით განხილვის შესახებ.

ნინო ბურჯანაძე ავსტრიაში შეხვედრებს განაგრძობს და საქართველოში 17 ივლისს დაბრუნდება.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები