მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოსამა ბინ ლადენის ბოლო აუდიო-მიმართვა გავრცელდა

ინტერნეტში ბინ ლადენის ბოლო მიმართვა გავრცელდა. ამის შესახებ ვებ-გვერდი SITE იუწყება. ეს საიტი ექსტრემისტული საიტების მონიტორინგითაა დაკავებული.

აუდიომიმართვა, რომელშიც, სავარაუდოდ, ბინ ლადენის ხმა ისმის, 12 წუთიან პროპაგანდისტულ ვიდეოსიუჟეტშია ჩართული. სიუჟეტი ერთ-ერთ ისლამისტურ საიტზე გამოჩნდა. როგორც საიტის წარმომადგენლები ამბობენ, მიმართვა, ბინ ლადენის გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრეა ჩაწერილი.

აუდიო-ჩანაწერში ბინ ლადენი არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციებზე და სახალხო გამოსვლებზე საუბრობს. 'რევოლუციის მზე მაგრიბში ამოვიდა. ტუნისი იყო პირველი თუმცა მალე ეგვიპტელმა მებრძოლებმა ტაჰრირის მოედანზე მოიტანეს ნაპერწკალი, რომელიც ტუნისელმა ხალხმა გააღვივა',- ციტირებს 'როიტერი' ბინ ლადენის სიტყვებს.

ბინ ლადენი პაკისტანის ჩრდილოეთით, აბოტაბადში ამერიკელმა სპეცსამსახურებმა 2 მაისს სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს. 


ambebi.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები