მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> პან გი მუნი: სირიაში ვითარება კვლავ დაძაბულია

სირიაში ვითარება კვლავ დაძაბულია. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტისა და დაძაბულობის დასრულებისათვის გაწეული ძალისხმევის მიუხედავად რეალური შედეგი ფაქტობრივად არ ჩანს.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ასადისმადმი დაპირისპირებული დაჯგუფებები აკონტროლებენ სირიის რიგ დიდ ქალაქებს.

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პროვინცია ჰომსში სამთავრობო ძალების მიერ მოკლულია 50-ზე მეტი ადამიანი და 100-მდე დაჭრილია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები