მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „პრესა.ჯი“-ს განცხადება ქალბატონ ნანა კაკაბაძის შესახებ

რამდენიმე დღის წინ, „პრესა.ჯი'-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ივანიშვილმა შს მინისტრს ნანა კაკაბაძის ფინანსური ინტერესების შესწავლა დაავალა'. სტატიაში აღნიშნული იყო ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, შს მინისტრს სთხოვა გაერკვია - რა ფინანსური ინტერესები ჰქონდა ნანა კაკაბაძეს. 

სტატიას დართული ჰქონდა ქალბატონ ნანა კაკაბაძის ვრცელი კომენტარი, სადაც ის გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფთა და „სისულელეს' უწოდებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ „პრესა.ჯი'-მ გამოაქვეყნა ქალბატონ კაკაბაძის ვრცელი კომენტარი და საშუალება მისცა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, მან რედაქციას წერილი მიწერა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა. ასევე მოითხოვა იმის გარკვევა - ნამდვილად მუშაობს თუ არა, ნათია ქავთარაძე (რომელიც მოხსენიებული იყო სტატიის ავტორად) ჩვენს რედაქციაში.

გაცნობებთ, რომ „პრესა.ჯი' არ აპირებს ბოდიში მოუხადოს ქალბატონ კაკაბაძეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: მიგვაჩნია, რომ ჩვენ არ შეგვილახავს მისი პატივი და ღირსება. მეტიც, კომპეტენტურ წყაროზე დაყრდნობით ვწერდით ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის შესახებ და ამავე დროს, ქალბატონ კაკაბაძეს მივეცით საშუალება სრულად და ცხადად გამოეხატა საკუთარი პოზიცია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით (არსებობს ამის აუდიო-ჩანაწერი).  

თუ ქალბატონი კაკაბაძე ისურვებს, მზად ვართ კიდევ მივცეთ შესაძლებლობა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია (მის წერილობით პოზიციას უცვლელად გამოვაქვეყნებთ). ხოლო თუ ქალბატონი კაკაბაძე გადაწყვეტს იჩივლოს, ვეცდებით სასამართლოში დავამტკიცოთ რომ „პრესა.ჯი'-ს მისი პატივი და ღირსება არ შეულახავს.

ამავე დროს, მოვუწოდებთ ქალბატონ კაკაბაძეს, თავი შეიკავოს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებით, „პრესა.ჯი'-ს მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს პოპულარული ინტერნეტ-პორტალის დისკრედიტაციას და ჩრდილს აყენებს მის, როგორც უფლებადამცველის საქმიანობას. 

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები