მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საგარეო უწყებამ თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მიიღო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტამბულში საქართველოს საკონსულოსაგან, თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქის მძიმე ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება მიიღო.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, სასამართლოს პირველი მოსმენა გუშინ გაიმართა და პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ტაბატაძის თქმით, განსასჯელებს სავარაუდოდ, თურქი ადვოკატი დაიცავს.

'სასამართლოს პირველი მოსმენა გუშინ გაიმართა, თუმცა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. გუშინვე ჩაინიშნა მორიგი სხდომის თარიღიც. მორიგი სხდომა სამი დღის ვადაში უნდა შემდგარიყო, თუმცა ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. რაც შეეხება მათ სამართლებრივი დაცვას. ადვოკატს, სავარაუდოდ, ბრალდებულის მხარე დაიქირავებს, თუ არა და მათ სახაზინო ადვოკატი დაიცავთ', _ განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

საქართველოს მოქალაქე ვიოლა ოჩხიკიძე საკუთარი შვილის, ეკატერინე ოჩხიკიძის 11 წლის გერის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მკვლელობის ხელშეწყობასა და მონაწილეობაში ბრალდებულია ასევე ეკატერინე ოჩხიკიძე. დედა-შვილი სტამბოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებმა გამოძიებას უკვე მისცეს ჩვენება, საიდანაც გაირკვა, რომ დანაშაულს ვიოლა ოჩხიკიძე საკუთარ თავზე იღებს. მან განაცხადა, რომ საკუთარი შვილის გერთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა და ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ. ხშირად დამუქრებია, რომ მოკლავდა.

მკვლელობის დღეს, ვიოლა ოჩხიკიძემ 11 წლის მოზარდს ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ დანით დაანაწევრა სხეული. საკუთარ შვილთან ერთად ცდილობდა დანაწევრებული სხეულის თავიდან მოშორებას. ეს ფაქტი ეკატერინე ოჩხიკიძემაც არ უარყო.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები