მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სავალუტო ფონდი ფინანსური სექტორის მკაცრ კონტროლს ითხოვს

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომინიკ სტროს-კანი აუცილებლად მიიჩნევს ფინანსურ სექტორში თამაშის წესების გამკაცრებას. შესაძლო ზომებს შორის ბიზნესისთვის ახალი გადასახადების შემოღება სახელდება.

„ამ სფეროში პოლიტიკა ხელახლა უნდა გავიაზროთ. ფინანსური სექტორი სერიოზულ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს რეგულირების თვალსაზრისით,' - ამბობს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი.

მისივე სიტყვებით, აუცილებელია ფინანსურ სექტორში უფრო მკაცრი რეგულირება და კრიზისული სიტუაციების მოგვარების ახალი მექანიზმების შემუშავება.

„ფინანსური საქმიანობა უნდა დავბეგროთ, რათა ეს სექტორი ვაიძულოთ, საკუთარ თავზე აიღოს იმ ხარჯების ნაწილი, რომელთა გამოც მომხმარებელი ზარალდება,' - დარწმუნებულია სტროს-კანი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გამოვიდა წინადადებით, სავალუტო ფონდს ზედამხედველობის ფუნქციები მიენიჭოს, რათა მსოფლიო სავალუტო ბაზრის სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი.

commersant

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები