მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სეპარატისტულმა აფხაზეთმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები პიერ მორელი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და გიედრიოს ჩეკუპოლისი დღეს სოხუმში ჩავიდნენ და სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიასა და ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ამ შეხვედრას აფხაზური ე.წ. პარლამენტს წევრი რუსლან ქიშმარიაც ესწრებოდა.

'აფხაზეთი მზად არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს, რომელიც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ ეტაპზე მხარეების პოზიციები რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით დაფიქსირებულია ეს კი პირველ რიგში დევნილების დაბრუნებას ეხება', _ განაცხადა მაქსიმ ღვინჯიამ.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები