მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ბრეივიკს შესაძლოა კავშირი ჰქონოდა მინსკის ტერაქტთან

 

ანდერს ბერინგ ბრეივიკს, შესაძლოა, მინსკის მეტროსადგურში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორთან ჰქონდეს კავშირი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო 'ლაიფ ნიუსი' ბელარუსის სპეცსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცველების ვარაუდით, 2005 წელს მინსკში ყოფნის პერიოდში ნორვეგიელ თავდამსხმელს, შესაძლოა, დიმიტრი კონოვალიოვი გაეცნო.

პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ ოსლოს ცენტრში მომხდარ აფეთქებამდე ანდერს ბრეივიკი ქუჩაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ გადაიღო. ჩანაწერებს ამ დროისთვის სამართალდამცველები სწავლობენ. პოლიცია ბრეივიკის გადაადგილების დასადგენად მაგისტრალების ვიდეოკამერების მასალებსაც შიფრავს.

76 ადამიანის მკვლელი ამ დროისთვის ოსლოს ციხეში იმყოფება და ინგლისურ ენაზე ახალ მოხსენებას წერს.

რუსთავი 2

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები