მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვერა ქობალია საფრანგეთში იმყოფება

საქართველოს ეკონიმიკის მინისტრი საფრანგეთში იმყოფება. ლე-ბურჟეს ავიასალონზე ვერა ქობალია თავის კოლეგებს, სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის სფეროს კურატორებს და მსხვილი საავიაციო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ისინი ინტერესდებიან საქართველოთი, როგორც ქვეყნით, რომელიც სატრანსპორტო სფეროში მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. თუმცა ფრანგული მხარე დაინტერესებას სხვა სფეროებშიც გამოხატავს, მათ შორის ტურიზმის სექტორში. საფრანგეთის ეროვნული პარკების ფედერაციის წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო კარგად აპრობირებულ მოდელს, რომელიც დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას შეეხება. ეს მოდელი საფრანგეთმა სხვა ქვეყნებშიც დანერგა და დადებითი შედეგიც მიიღო. 

რუსთავი 2

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები