მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ლეონ პანეტას ვიზიტი ბაზა ”შუკვანზე”

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. პენტაგონის ხელმძღვანელი ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზა 'შუკვანს' ესტუმრა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის წერილი წაუკითხა. 'ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მსახური. თქვენ ქართველი გმირები ხართ... საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ძალებთან ერთად ავღანეთის მისიაში დიდი წვლილი შეაქვს.  ამერიკელ სამხედროებთან ერთად ავღანეთის ყველაზე ცხელ რეგიონში სამშვიდობო მისიის შესრულება დიდი პატივია. მე ვერ შევძელი თქვენთან ერთად მისიის დასრულება, მაგრამ ძალიან მეამაყებით - თქვენ ხართ გმირები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში შეხვალთ.' - ნათქვამია წერილში.

ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის. 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ.

mod.gov.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები