მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ფრენკ ბოლანდი საქართველოს თავდაცვის უწყებაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ფრენკ ბოლანდი იმყოფება. ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა.

ფრენკ ბოლანდი საქართველოში მყოფ ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასება და პარტნიორობის მიზნების (PG) განახლება - განხილვაა.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ანდრო ბარნოვს და ნოდარ ხარშილაძეს, სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. იგეგმება ფრენკ ბოლანდის შეხვედრა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან ზაზა გოგავასთან. ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი საქართველოს 5 აპრილს დატოვებს.

mod.gov.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები