მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> “Agile Spirit 2012”

 

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე  'Agile Spirit 2012' -ის საჩვენებელ სწავლებას  დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი და  თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დაესწრნენ. აშშ-ს საზღვაო ქვეითების და საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთობლივი  სწავლება 10 მარტს დაიწყო. სამხედრო წვრთნების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და აშშ-ს და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

ჩატარებული სწავლების სცენარის მიხედვით, ბაზაზე DELTA ტერორისტებმა იერიში მიიტანეს. თავდასხმის მიუხედავად, ლოგისტიკური კონვოი დაგეგმილი დავალების შესასრულებლად გავიდა და პარალელურად თავდასხმის მოგერიება  განხორციელდა.

ცეცხლში მოხვედრის შემდეგ, კონვოის მეთაურმა სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი და სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. ჩასაფრებაში მოხვედრილი სამხედრო მოსამსახურეების დასახმარებლად ჯავშანმანქანებით 'დიდგორი' და 'ჰამერი' ადგილზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი მივიდა. დამხმარე ჯგუფმა შენობაზე, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულები, შეტევა განახორციელა და მათი გაუვნებელყოფა მოახდინა. დაჭრილთა ევაკუაცია 'UH-1' სამედიცინო ვერტმფრენით განხორციელდა. ქართულ-ამერიკულმა ასეულმა სასწავლო ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.

საველე სწავლება 'Agile Spirit' სცენარი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან - ინციდენტები მოდელირებულია მიმდინარე კონფლიქტის (ავღანეთი) შესაბამისად. წვრთნები ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას. ერთობლივი სწავლება 'Agile Spirit 2012' 24 მარტს დასრულდება.

mod.gov.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები