მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> “Agile Spirit 2012” - ღია კარის დღე

ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე სწავლების 'Agile Spirit 2012' ღია კარის დღე გაიმართა.

სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი იღებს მონაწილეობას. 'Agile Spirit' ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 10 მარტს დაიწყო. სწავლების მიზანია ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და აშშ-ის და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი ჩარლზ ჩიაროტი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყოველწლიური სამხედრო წვრთნა 'Agile Spirit' აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც მოიცავს. ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის ემზადებიან.

შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალები, რომელთა ბაზა რუმინეთის ქალაქ კონსტანტაშია განლაგებული, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შემადგენელი ნაწილია. სამხედრო ოპერაციების ჩატარების გარდა, როტაციული ძალები მზადაა ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციაში მიიღოს მონაწილეობა. მის დაქვემდებარებაში მყოფ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო ბრიგადას შეუძლია საველე პირობებში ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ოპერაცია ჩაატაროს.

ამერიკა საქართველოს ერთობლივ წვრთნას 'Agile Spirit 2012 '- ის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ორი დღის წინ დაესწრნენ. ერთობლივი სწავლება 10 დღის წინ დაიწყო და 24 მარტს დასრულდება.

mod.gov.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები