მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Amnesty International-ი ახსენებს ხელისუფლებას, რომ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები

საქართველოს მთავრობამ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლება უნდა მისცეს ოპოზიციის აქტივისტებს, განაცხადა Amnesty International-მა დღეს.

Amnesty International-მა შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქუთაისში ქალაქის ხელისუფლებამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა ხელი შეეშალა ოპოზიციის აქტივისტებისთვის ჩაეტარებინათ მშვიდობიანი აქცია სანთლებით და აღენიშნათ ქალაქის დღე ქუთაისში.

2 მაისს, შუაღამისას, ოპოზიციის დაახლოებით 50 აქტივისტი შეიკრიბა ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების' ქუთაისის შტაბ-ბინაში, სანამ დაიწყებდნენ მსვლელობას მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლისაკენ ქალაქის ცენტრში. მსვლელობის მონაწილეებმა ქუთაისქალაქობის დღესასწაულის აღსანიშნავად ძეგლთან სანთლები დაანთეს. აქტივისტებს ეცვათ კოალიციური პარტია „ქართული ოცნების' წარწერებიანი მაისურები და სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს ქართულ ოცნებას!'

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც აქტივისტები ძეგლთან მივიდნენ, მათ მიუახლოვდათ ქალაქის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მიზნით მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება. აქტივისტები შეპირდნენ, რომ ერთი საათის განმავლობაში აქციას დაასრულებდნენ და ადგილსაც მიალაგებდნენ, თუმცა თვითმხილველთა გადმოცემით, ნახევარი საათიც კი არ იყო გასული, როცა დასუფთავების სატვირთო მანქანა გამოჩნდა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გაშვება ანთებული სანთლებისა და ტროტუარზე მდგარი აქტივისტების მიმართულებით.

Amnesty International-ის მიერ გამოკითხული აქტივისტებიც იგივეს ამტკიცებდნენ, რომ მათი მსვლელობის განმავლობაში, ოფისიდან ძეგლამდე, ქალაქის მერიის დასუფთავების მანქანები ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ და მათი მიმართულებით წყლის ჭავლს უშვებდნენ. ონლაინში არსებულ ვიდეომასალებში აშკარად ჩანს წყალმტყორცნი სატვირთო მანქანა, რომელიც პროცესიას მიჰყვება და წყლის ჭავლს სტყორცნის ტროტუარზე მყოფთა მისამართით. ამ მასალებშივე ჩანს, როგორ უმიზნებს თავიანთი სახანძრო მანქანიდან ორი მეხანძრე წყლის ჭავლს აქტივისტებს, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ ქუთაისის მერიას. 
ოპოზიციამ შეშფოთება გამოხატა Amnesty International-თან საუბრისას და აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი ქალაქის ხელისუფლების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებაა ოპოზიციური ჯგუფების მოქმედების აღსაკვეთად. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მერიის მხრიდან ეს იყო გზავნილი ოპოზიციისადმი სიმპატიით განწყობილი ადამიანებისათვის, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ოპოზიციისადმი ღია მხარდაჭერის გამოხატვას.

Amnesty International-ი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ სანთლებით მშვიდობიანი აქციის ხელისშეშლით ქუთაისის მერიამ დაარღვია საკუთარი ვალდებულება, უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მიუხედავად ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური გაერთიანებებისა.

'Amnesty International-ს სურს შეახსენოს ხელისუფლებას, რომ როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ისინი ვალდებული არიან იმოქმედონ მიუკერძოებლად და არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. ჩვენი ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ ქალაქის ხელისუფლებას გააჩნია ვალდებულება დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, თუმცა ამ ვალდებულებებმა ფეხქვეშ არ უნდა გათელოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის უფლება მშვიდობიანი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებისა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა შესაძლოა დროებით ხელი შეუშალეს ან შეაფერხეს ქალაქის დასუფთავების სამსახური, ასეთი შეფერხებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მშვიდობიანი დემონსტრაციისათვის გამოხატვისა და შეკრების უფლების ხელის შეშლის გასამართლებლად', -აღნიშნავს Amnesty International-ი .

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები