მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციელების მხრიდან ძალადობისა ბრალდებები უნდა გამოიძიოს

საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში დემონსტრაციის დაშლისას პოლიციელების მხრიდან ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ბრალდებები უნდა გამოიძიოს. ამგვარი პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა დააფიქსირა.
 ორგანიზაციას ასევე მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად საკუთარი უფლებების გამოყენება ყველა დაკავებულს შეუძლია. კერძოდ, საუბარია სამედიცინი დახმარების, იურიდიული კონსულტაციის, მათი დაკავებისა და ადგილსამყოფელის შესახებ ახლობლების ინფორმირების უფლებებზე. Amnesty International ასევე აცხადებს, რომ დაკავებულების სასამართლო სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს.
 ამასთან, ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ ამ დრომდე არ მიმდინარეობს სამართალდამცველების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება 2007 და 2009 წლებში.
ამდენად, Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შემდეგი ზომები გაატაროს:
'დააჩქაროს გადამეტებული ძალის გამოყენებისა და ძალადობის ბრალდებების, ასევე ამ გარემოებებში გარდაცვალების შემთხვევების დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიება, მისცეს პასუხისგებაში ის პირები, ვინც ამ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილნი და უზრუნველყოს მანიფესტაციები მსხვერპლთა სამართლიანი სასამართლო გარჩევა და ზარალის ანაზღაურება.
'ყუარდღება მიაქციოს, რომ ყველა დაკავებულმა შეძლოს ადვოკატთან კონსულტირება, მიუწვდებოდეს ხელი საკვებ პროდუქტებზე და სამედიცინო დახმარებაზე, რომ მათ ახლობლებს ან მათ მიერვე შერჩეულ მესამე პირებს მიაწოდონ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელისა და არსებული მდგომარეობის შესახებ.
'ყურადღება მიაქციოს, რომ დაკავებული პირების სასამართლო საერთაშორისო სამართლის შესაბამისად წარიმართოს'.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები