მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> BBC - რუსეთში სტალინის პოპულარობა სწრაფად იზრდება

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იოსებ სტალინის პოლიტიკის მხარდამჭერი რუსების რიცხვი ორჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ 'ბი-ბი-სი'-ს რუსული რედაქცია ავრცელებს.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის ისტორიაში სტალინის როლს 2007 წელს გამოკითხულთა 15% დადებითად აფასებდა, 2011 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის შედეგად ეს რიცხვი 26%-მდე გაიზარდა. ცენტრის დირექტორის ვალერი ფედოროვის განმარტებით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი _ რუსეთში გაბატონული კორუფცია და დისციპლინის უქონლობა და მეორე _ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, რომელიც საზოგადოების ნაწილის ცნობიერებაში ამ დრომდე სტალინს უკავშირდება. 
ტელეჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე გენერალისიმუსისადმი სიმპატიას 'საპროტესტო ხმის მიცემით' განმარტავს.
'როცა ხალხი სტალინს უჭერს მხარს, რეალურად ისინი დღევანდელი მდგომარეობის: დანაშაულის, კორუფციისა და ხელისუფლების უნიათობის წინააღმდეგ გამოდიან', _ განაცხადა სვანიძემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები