მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> BBC: შსს მინისტრი საკუთარი სურვილით გადადგა

ბრიტანული მედიასაშუალება BBC საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს. ამჯერად ის ახალ სტატიას შემდეგი სათაურით აქვეყნებს:  „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია თანამდებობას ტოვებს.'

ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ  შინაგან საქმეთა მინისტრი პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ საკუთარი სურვილით გადადგა, რის მიზეზადაც „მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა' დაასახელა.

BBC კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლა და ახალ მინისტრად სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დანიშნა.

„ბატონი ტუღუში პრეზიდენტმა სასჯლაღსრულების სისტემის ძალიან ძლიერ კრიტიკოსად მოიხსენია და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ის სრულიად შეცვლის სისტემას' , - წერს მედიასაშუალება.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები