მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> EurasiaNet.org - საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა პროპორციულობის თვალსაზრისით რუსეთზე დიდია

საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა პროპორციულობის თვალსაზრისით რუსეთზე დიდია, - აღნიშნულია EurasiaNet.org-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობას ეხება. 
სტატიის თანახმად, მაშინ როდესაც, საქართველოში დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და თბილისი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფონზე დემოკრატიზაციის სფეროში ლიდერია, ქვეყანაში პატიმრების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში - 531 პატიმარი 100 ათას ადამიანზე. 
'ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია საბჭოთა მემკვიდრეობისგან - სასამართლო განუკითხაობისგან - გამიჯვნას ცდილობს. ქვეყანაში არის სასამართლო სისტემის გაჯანსაღების და ციხეებთან დაკავშირებული სიტუაციის რეფორმირების გზით დარეგულირების მცდელობები. მაგრამ ინფორმაცია სისტემატიურ დარღვევებზე მუდმივად ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს გამჭვირვალობისადმი ერთგულება, ინფორმაციის მიღებას პატიმრების რიცხვსა და საპატიმროებში არსებულ პირობებზე სირთულეები ახლავს, რადგან ხელისუფლება სერიოზულად ზღუდავს მსგავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას' - აღნიშნულია სტატიაში. EurasiaNet.org-ის კორესპოდენტი ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ზურაბ დელიანიძის საქმეზეც წერს და აღნიშნავს, რომ პატიმარ დელიანიძესთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტი ერთ-ერთია ბოლო დროს ატეხილ მთელ რიგ სკანდალებს შორის. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ვარაუდობენ, რომ დელიანიძის საქმე ქართულ ციხეებში არსებულ სისტემურ პრობლემებს ასახავს.
საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროში ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე EurasiaNet.org-ის კორესპონდენტთან საუბარზე უარი განაცხადეს და წერილის ავტორს ურჩიეს, სამინისტროს საიტისთვის მიემართა. უწყების რეფორმირების პირველად ამოცანებში აღნიშნულია ახალი ციხეების მშენებლობა პატიმრების უფლებების შემდგომი უზრუნველყოფის ფარგლებში. 
'პატიმრებთან დაკავშირებულ ბოროტმოქმედებებს ხელს უწყობს ციხეების გადატვირთულობა და დაუსჯელობის განცდა ციხის პერსონალში', - აღნიშნავს ორგანიზაციის 'ციხის საერთაშორისო რეფორმის' ამიერკავკასიური განყოფილების დირექტორი ცირა ჭანტურია, რომელიც საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობას 2003 წლიდან აკვირდება. 'ძალადობრივი ზემოქმედების გარდა, ხელისუფლება პატიმრების მიმართ ისეთ სადამსჯელო ზომებს მიმართავს, როგორებიცაა მათი უწყლოდ და სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვება, - ამტკიცებს უფლებადამცველი ორგანიზაციის 'კონსტიტუციის 42-ე მუხლი'-ს აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი', - წერს EurasiaNet.org -ის კორესპოდენტი.
'ხელისუფლება კრიტიკის ობიექტია ისეთი მიდგომისთვის, რასაც ზოგადად სამართალდარღვევისთვის დაპატიმრება ჰქვია. მაგალითად, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის (HRW) 2012 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული დაკავება (ადამიანების უმნიშვნელო სამართარღვევის გამო დაპატიმრება) საქართველოს მოქალაქეებს ადეკვატური სამართლებრივი პროცედურის უფლებას ართმევს. ხელისუფლების მტკიცებით, ასეთი კრიტიკა ხელს უწყობს პატიმრების პირობების შეცვლას', - აღნიშნულია სტატიაში. 
EurasiaNet.org-ის კორესპონდენტის შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვა ფორმალურია და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.
' პროტოკოლების მიღება, მხოლოდ სამი დღის გასვლის შემდეგ შეიძლება, მაშინ როცა აპელაციაზე განაცხადი 48 საათზე გვიან არ უნდა გაკეთდეს. იუსტიციის სამინისტრომ არ გამოაქვეყნა ამ პროცედურაში მის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები, და პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ინტერვიუსთან დაკავშირებულ თხოვნაზე არ გვიპასუხა', - წერს გამოცემა. 
EurasiaNet.org-ის სტატიის ქართულ ვერსიას 'ფორეიგნპრესს.გე' ავრცელებს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები