მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Eurasianet.org - საქართველო ლობისტ კომპანიებს 1,5 მილიონს უხდის

2010 წელს საქართველომ გავლენიან ამერიკულ კომპანიებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის 1.5 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა . ინფორმაციას ამის შესახებ Eurasianet.org ავრცელებს.
ინტერნეტგამოცემის ცნობით, ქართული მხარე აშშ-ს ხელისუფლების წინაშე თავის წარმოსაჩენად ოთხ ფირმას იყენებს მაშინ, როცა აზეირბაიჯანი და ყაზახეთი - მხოლოდ ერთს.
'ამ დროისთვის აზეირბაიჯანს ერთ კომპანიას Patton Boggsს-ს თვეში 35 ათას დოლარს უხდის, ყაზახეთი პიარ-ფირმა BGR-ს _ 25 ათასს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მარკ საილორს წელიწადში 120 ათასს უხდიან, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მოსაგვარებლად', _ წერს გამოცემის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა.
Eurasianet.org არასამთავრობო ორგანიზაციების ProPublica და Sunlight Foundation-ის 2009 წლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში წარმომადგენლობისთვის სხვადასხვა სახელმწიფომ 60 მილიონი დოლარი დახარჯა. იქვე აღნიშნულია, რომ 2010 წლის მონაცემები ჯერ არ არის გამოქვეყნებული.
ლობირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამბიციური, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ გამოცდილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები', _ აღნიშნავს Sunlight Foundation-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ბილ ელისონი.
მისივე თქმით, ამ სახელმწიფოებმა უნდა 'აშენონ' ურთიერთობა კონგრესთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან და თავდაცვის სამინისტროსთან და ეს ფული ამად ნამდვილად ღირს.
'ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც ღარიბი ქართველები გამოუშვან კონტაქტების სწრაფად დასამყარებლად, საქართველო ქირაობს იმ ხალხს, რომლებიც მუშაობდნენ ამა თუ იმ დაწესებულებისთვის და აქვთ კარგი ურთიერთობა, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე პოლიტიკურ მოთამაშეებთან ვაშინგტონში', _ განაცხადა ელისონმა Eurasianet.org-თან საუბრისას.

ინტერპრესნიუსი

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები