მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Eurasianet.org – თბილისი და მისი ერთადერთი მტერი

Eurasianet.org ფოტორეპორტიორების დაკავებას ეხმაურება სტატიით:'საქართველო: თბილისი და მისი ერთადერთი მტერი' .
ჟურნალისტი მოლი კორსო იმ ვერსიებზე წერს, რომელიც რეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაშია.
მისი თქმით, საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯაშუშომანიის მძიმე ფორმებით დაავადება შენიშნა, ნაწილს კი ამგვარი ფაქტები სავსებით რეალურად მიაჩნია.
'მთლიანობაში, მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებიდან ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით 39 ადამიანი დააკავა. საშუალოდ ეს წლის განმავლობაში საშუალოდ 6 შემთხვევას შეადგენს. საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე რუსეთისადმი უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში შეინიშნება. მეფის რუსეთის 1801 წლის შეთანხმება საქართველოსთან, რომელიც პატარა ქვეყნის რუსეთის იმპერიის საფარქვეშ მოქცევას გულისხმობდა, 1921 წლის მოვლენები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი სამხრეთ ოსეთისთვის – საქართველოს აზრით, არის რუსეთის ქრონიკული დაავადების სიმპტომები, მოიპოვოს გეოპოლიტიკური კონტროლი საქართველოზე', - წერს ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების კრიტიკოსებს ფოტორეპორტიორების აღიარებითი ჩვენებების არ სჯერათ და მას ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად მოპოვებულს უწოდებენ.
Heritage Foundation-ის სწავლული თანამშრომელი არიელ კოენი ეთანხმება თბილისს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობაში სახელმწიფოებრივი ინსტრუმენტებს სრული შემადგენლობით იყენებს.
'მაგრამ რუსეთის სავარაუდო მოქმედებები ქართველ ლიდერებს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ ჯაშუშობასა და ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებში მაღალი ხარისხის მტკიცებულებები წარმოადგინონ', - აღნიშნავს კოენი.
სტატიას მოლი კორსო შოთა უტიაშვილის ციტატით ასრულებს – 'რუსეთი ჩვენი ერთადერთი მტერია'.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები