მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> European Voice - მიხეილ სააკაშვილის დიპლომატიის გამო საქართველო ევროპისგან უგულვებელყოფილია

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპული დიპლომატიის გამო, საქართველო ევროპისგან უგულვებელყოფილია. ამის შესახებ 'ეკონომისტის' ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კორესპონდენტის სტატიაში ნათქვამია, რომელიც European Voice-მა გამოქვეყნა.
ავტორის თქმით, მის შეშფოთებას იწვევს ის, რომ საქართველო სულ უფრო მეტად უგულვებელყოფილი ხდება. 
'სააკაშვილმა იმედები გაუცრუა პოლონელებს, გააღიზიანა გერმანელები და საქართველოს ყოფილი მხარდამჭერი ქვეყნების სიმპათიები ამოიწურა. კოსოვოს პრეზიდენტი პოლონეთში ბარაქ ობამასთვის გამართულ სადილზე დაპატიჟეს, მაგრამ სააკაშვილი არა', - აღნიშნულია European Voice-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში - 'რატომ იმსახურებს საქართველო მეტ მხარდაჭერას ევროპისგან'. 
აქვე აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმები დასაფასებელია, თუმცა საქართველოს მიღწევები გადაჭარბებულია, მაგრამ 'ახლა სააკაშვილი უსამართლო ცილისწამების რისკის წინაშე დგას და ოპოზიცის აქციების ამის ნათელი მაგალითია'. 
'ხელისუფლებამ ბევრი რამ ისწავლა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიდან. ზოგიერთი ოპოზიციონერის ბრალდებების მიუხედავად, საქართველოში არ არის დიქტატურა', - აღნიშნულია სტატიაში. 
ავტორი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შეცდომების გამო საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები