მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Financial Times - რუსეთის ინტერვენციამ დასავლეთი დააფიქრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შედეგებზე

გამოცემა Financial Times რუსეთის საგარეო პოლიტიკას ვრცელს სტატიას უძღვნის. ჟურნალისტ ნეილ ბაკლის წერილის ქართულ ვერსიას foreignpress.ge აქვეყნებს. 
პოლიტიკური მიმომხილველი წერს, რომ მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ბოლოს დროს საგარეო პოლიტიკის კუთხით გაჩენილი უთანხმოებისა, ეს არ არის იმის სიგნალი, რომ მოსკოვის დიდწილად პრაგმატულ საგარეო პოლიტიკურ კურსში რაიმე ცვლილება მოხდა.
'1990-იან წლებში რუსეთი ცდილობდა დასავლეთთან ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადაეყვანა, თუმცა მისი გავლენა სერიოზულად შეიზღუდა. მომდევნო ათწლეულში, პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში, უფრო აგრესიული რუსეთი დაკარგული გავლენის დაბრუნებას ცდილობდა. ამ მეორე ფაზის კულმინაცია 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი იყო. მართალია დასავლეთში ინტერვენცია დაგმეს, თუმცა მოსკოვმა მის არადეკლარირებულ მიზანს მიაღწია. რუსეთის ინტერვენციამ დასავლეთი დააფიქრა საქართველოს ან უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგებზე. ამან ნებისმიერი მსგავსი გეგმა დღეს დასავლეთის დღის წესრიგიდან მოხსნა', _ ნათქვამია ნეილ ბაკლის სტატიაში. 
Financial Times ხაზს უსვამს, რომ 2007-08 წლებში რუსეთმა მიაღწია იმ მდგომარეობას, როდესაც დიდი ზესახელმწიფოს სტატუსით დაკმაყოფილდა. რუსეთს საგარეო პოლიტიკის გადახედვისკენ გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმაც უბიძგა.
'პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს 2003 წლის 'ვარდების რევოლუციის' ლიდერი, ხელისუფლებაში რჩება, მაგრამ უკრაინის 2004 წლის 'ნარინჯისფერი რევოლუცია' სრულიად გადაიხედა, როდესაც შარშან საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. რუსეთი უბიძგებდა უკრაინას გაწევრიანებულიყო საბაჟო კავშირში, რომელიც ბელორუსთან და ყაზახეთთან ერთად შარშან ჩამოაყალიბა. ყირგიზეთმა ამ თვეში ოფიციალური განაცხადით მიმართა საბაჟო კავშირს გაწევრიანების თხოვნით. ნაბიჯ-ნაბიჯ რუსეთი აღადგენს კავშირებს, არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ ბევრ მის ყოფილ საბჭოთა მეზობელთან', _ წერს Financial Times.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები