მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ორი ქართველი მოხვდა

ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა ყოველწიურ რეიტინგში ორი ქართველი მოხვდა .
ერთი მათგანი ბიძინა (ბორის) ივანიშვილია. ის 5.5 მილიარდი დოლარით რეიტინგში 185-ე ადგილს იკავებს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 564 ადგილზე კი ალექსანდრე ჯაფარიძეა, რომელიც 2.1 მილიარდის მფლობელია. ორივე მათგანი Forbes-ის რეიტინგში რუს ბიზნესმენად არის მოხსენიებული.

Forbes-ის მიხედვით, მილიარდერების რაოდენობით მსოფლიოს ლიდერი რუსეთია. მოსკოვი რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. რუსეთის დედაქალაქში 79 მილიარდერი ცხოვრობს. მეორე ადგილზე, 58 მილიარდელით, ნიუ-იორკია.
რაც შეეხება ინდივიდუალურ რეიტინგს, გამოცემის თანახმად, მსოფლიოს 1 209 მილიარდელს შორის ყველაზე მდიდარია მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი. ბოლო წლების განმავლობაში მისი ქონება 20,5 მლრდ დოლარით გაიაზრდა და 74 მლრდ დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილი Microsoft-ის ხელმძღვანელმა, ბილ გეითსმა დაიკავა. მისი შემოსავლები 3 მლრდ დოლარით გაიზარდა და 56 მლრდ დოლარი შეადგინა.
მესამე ადგილზეა ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც 50 მლრდ დოლარს შეადგენს.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები