მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Forbes: “პუტინს თანაბარი ძალის მოწინააღმდეგე გამოუჩნდა - მის წინააღმდეგ ბაზარი აღდგა“

ფინანსური ბაზრები რუსეთს ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევის გამო სჯიან და ადასტურებენ იმას, რომ ინვესტორები აღარ აპირებენ შეეგუონ პუტინის ბიზნესის სტილს - ამტკიცებს ჟურნალ „ფორბსის' მიმომხილველი ნათან ვერდი.

ის სტატისტიკას იმოწმებს: მარტის დასაწყისში „საფონდო ბირჟის - რუსეთის სავაჭრო სისტემის' ინდექსი თითქმის 30%-ით დაეცა, რუბლი კი 15%-ით - აშშ დოლართან მიმართებაში. კაპიტალის გადინებამ 2012 წლის პირველ ოთხ თვეში 42 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„თვით BP-ც მზადაა წავიდეს რუსეთიდან'  - ასეთ კომენტარს აკეთებს სტატიის ავტორი რუსეთის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში, ნავთობის მოპოვების მოცულობის მიხედვით მესამე ადგილზეა.

'ამასთან, ფასების ვარდნა ნავთობზე პუტინს მთავარ საყრდენს აცლის, რომელიც მას ეხმარებოდა ცხოვრების დონის ამაღლება საკუთარ მიღწევად მიეწერა,' - წერს ნათან ვერდი.

„შეიძლება დავინახოთ, რომ ბაზარი ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავს პუტინისადმი ნდობას. ნავთობზე ფასების ამჟამინდელი დონე რუსეთის ბიუჯეტისთვის კატასტროფაა' - აცხადებს ვერდთან ინტერვიუში ერთ-ერთი ფონდის მენეჯერი, რომელიც ვინაობას არ ამხელს.

„ახლა პუტინს თანაბარი ძალის მოწინააღმდეგე გამოუჩნდა - მის წინააღმდეგ ბაზარი აღდგა' - წერს „ფორბსი'.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები