მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Freedom House-ის რეიტინგში საქართველო 111-ე ადგილზეა

მედიის თავისუფლების კუთხით, ორგანიზაცია Freedom House-ის რეიტინგში საქართველო 111-ე ადგილზეა. რეიტინგი 2011 წლის კვლევებზე დაყრდნობით არის შედგენილი და ორგანიზაციის საიტზე დღეს გამოქვეყნდა. 
კვლევის მიხედვით, მედიათავისუფლების მხრივ საქართველოში გარკვეული წინსვლა შეინიშნებოდა - თუ წინა წელს (2010) შევადარებთ, საქართველომ 118-ე ადგილიდან 7 საფეხურით წინ გადაინაცვლა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეს წინსვლა გამოიწვია საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებისთვის ლიცენზიის მინიჭებამ, მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ და რამდენიმე ახალი გამოცემის დაარსებამ. 
რეიტინგში სულ სამი კატეგორიაა - თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. 
საქართველო რეიტინგში ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაშია და 111-ე ადგილს ბანგლადეშთან, კენიასთან და მავრიტანიასთან იყოფს. რეიტინგის სათავეში არიან: ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია და დანია. 
მედიის თავისუფლების მხრივ ყველაზე კრიტიკული სიტუაციაა ბელორუსში, ერითრეაში, უზბეკეთსა და ჩრდილოეთ კორეაში. სწორედ ეს ქვეყნები არიან ცხრილის ბოლოში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუმჯობესება მხოლოდ სამ ქვეყანაში შეიმჩნეოდა და ესენია: საქართველო, კოსოვო და მონტენეგრო. 
ყოფილ საბჭოთა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და რუსეთში კვლევის მიხედვით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა და ისინი 172 ადგილს იყოფენ. 
კვლევა 197 ქვეყენას ეხება. ორგანიზაცია Freedom House-ი ტრადიციულად ანგარიშს 3 მაისს, მედიის თავისუფლების საერთაშორისო დღემდე ავრცელებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები