მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Glamurchik: თინა კანდელაკი საქართველოში მინისტრი გახდება?

'თინა კანდელაკი საქართველოში მინისტრი გახდება?', ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა Glamurchik სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ თინა კანდელაკს სურვილი აქვს, რომ საკუთარ სამშობლოს დაეხმაროს.

რუსული მედია იუწყება, რომ ცნობილი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი მალე ისტორიულ სამშობლოში - საქართველოში დაბრუნდება.

'მალე საქმის გამო საქართველოში ჩავალ. ვწერ და თავადაც არ მჯერა, რომ საბოლოოდ ეს შესაძლებელია', - განაცხადა Facebook-ის გვერდზე თავად თინა კანდელაკმა, რომელიც საქართველოდან 1995 წელს წავიდა. რუსული მედია წერს, რომ აღნიშნული სტატუსის შემდეგ, გაჩნდა წარწერები და მოსაზრებები, რომ თინა კანდელაკი სამშობლოში პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში თინა კანდელაკი კულტურის მინისტრის პოსტს მიიღებს, თუმცა თავად კანდელაკი აღნიშნული შემოთავაზების შესახებ უარყოფს. (P.S. 'ქართულმა ოცნებამ' კულტურის მინისტრის პოსტზე უკვე წამოაყენა გურამ ოდიშიარიას კანდიდატურა).

'რა შუაშია მინისტრობა? მე გამიჩნდა შანსი რაღაც სასარგებლო გავაკეთო საქართველოსთვის. მე ამისათვის მაქვს ყველა შესაძლებლობა და სურვილი'- განაცხადა ცნობილმა ტელეწამყვანმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები