მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Google იაპონელებს ეხმარება

მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ-საძიებო სისტემა google იაპონელებს ეხმარება. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური სერვისი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციის მოძიება. ადამიანებს საშუალება აქვთ, ერთმანეთი ამ ჩანაწერებით მოძებნონ. ამ დროისთვის, სერვისზე უკვე არსებობს 3900 ჩანაწერი.
ყველა ადამიანს საშუალება აქვს მისი დაკარგული ახლობლის არამარტო პირადი მონაცემები, არამედ ფოტოც ატვირთოს.
Google-ის სპეციალური სერვისი ორენოვანია - იაპონური და ინგლისური.

შეგახენებთ, ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონში დილით მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 8, 9 ბალი იყო, მიწისძვრის ეპიცენტრი კი კუნძულ ხონსიუსთან, პროვინცია სენდაიში დაფიქსირდა.
სტიქიური უბედურების ეპიცენტრი დედაქალაქიდან 373 კილომეტრში მდებარეობდა. ე.წ. აფთერშოკები ამ დრომდე გრძელდება. ძლიერმა მიწისძვრამ ცუნამიც გამოიწვია. ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო რომ რყევა ტოკიოშიც იგრძნობოდა. სტიქიამ პარლამენტის სხდომაც კი ჩაშალა. საკანონმდებლო ორგანო პანიკამ მოიცვა. ისევე როგორც მთელი ქვეყანა. ხალხი ქუჩებშია გამოსული.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალაქ იოკოგამას პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ტიბას პრეფექტურაში კი ფოლადშენადნობი ქარხანა იწვის. მუშაობა შეაჩერა იაპონიის ორმა უმსხვილესმა ატომურმა ელექტრო სადგურმა. დაიხურა ნარიტას აეროპორტი.

onlinenews.ge

მ.ბ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები