მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Google ინოვაციურ საძიებო პროგრამას ქმნის

მსოფლიოს უმსხვილესი საძიებო სისტემა - Google ახალ მომსახურებას ქმნის, სახელწოდებით - Knowledge Graph. მისი საშუალებით, მომხმარებელს შეეძლება მომენტალურად მიიღოს პასუხი დასმულ შეკითხვაზე.

კომპანიის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ამ სერვისით ძიება ადამიანთან საუბარს დაემსგავსება. BBC-ის ცნობით, პირველ ეტაპზე Knowledge Graph ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-ის მოსახლეობისთვის იქნება.

Google-ს ვიცე-პრეზიდენტის, ამიტ სინგალის განცხადებით, ახალი სისტემით ძიებისას შედეგები მხოლოდ საკვანძო სიტყვის მიხედვით არ დალაგდება. სისტემა გაითვალისწინებს იმ კონტექსტსაც, რომელშიც ეს სიტყვები გამოიყენება. ამ ფუნქციას იგი სიტყვა „ტაჯმაჰალის' მაგალითზე ხსნის.

„შესაძლოა აქ იგულისხმება მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ნაგებობა, ან იქნებ „გრემის' მფლობელი მუსიკოსი. შესაძლოა ეს იყოს კაზინო ატლანტიკ სიტიში. ან იქნებ თქვენს მეზობლად მდებარე ინდური რესტორანი,' - ამბობს სინგალი.

გარდა ამისა, ცნობილი ადამიანების გვარების ძიებისას, Google ავტომატურად აჩვენებს მოკლე ინფორმაციას მის შესახებ.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები