მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> International Crisis Group: დაკავებებმა განაპირობა მოსაზრება, რომ პოლიტიკურმა შურისძიებამ იმძლავრა

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყანაში ამ ეტაპზე შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაა გაანალიზებული.

ანგარიში, სახელწოდებით ''როგორ უნდა იმუშაოს კოჰაბიტაციამ'', 21-გვერდიანია და მოიცავს რეკომენდაციებს კოჰაბიტაციის მონაწილე მხარეებისათვის, რათა ესპროცესი ჩიხში არ შევიდეს.

ანგარიშის ავტორთა აზრით, ამ დროისათვის ურთიერთობა მხარეებს შორის დაძაბული რჩება, თუმცაღა საქართველოში არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა პოსტსაბჭოთა სივრცის იშვიათი მაგალითია.

ამასთან, ''ახალი მთავრობის მყისიერი პრიორიტეტი უნდა იყოს სასამართლოსადმი, პენიტენციური სისტემისადმი და ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი ნდობის მოპოვება',- აღნიშნულია ანგარიშში და მითითებულია, რომ დაძაბულობა ახალ და ძველ მთავრობას შორის, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყოფილი და ახლანდელი ოფიციალური პირების დაკავებებმა განაპირობა, რამაც თავის მხრივ განაპირობა იმ მოსაზრების გარცელება, რომ პოლიტიკურმა შურისძიებამ იმძლავრა.

საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისათვის, როგორც 'კრიზის ჯგუფი~ მიიჩნევს, მნიშვნელოვანია გამოძიებები და სასამართლო პროცესები გამჭვირვალედ ჩატარდეს, მთავრობამ კი აქცენტი უნდა გააკეთოს არა წარსულზე, არამედ სხვადასხვა ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი პარლამენტის კონტროლის გაძლიერებაზე.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც და ნათქვამია, რომ ახლა საქართველო რთული ამოცანის წინაშე დგას - როგორ მოაგვაროს რუსეთთან ურთიერთობა, რომლის ჯარებიც 2008 წლის შემდეგ თვითგამოცხადებულ ტერიტორიებს აკონტროლებს. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების პარალელურად, რასაც ''კრიზის ჯგუფი'' დადებითად აფასებს, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ამ ფონზე საქართველოს მიერ დეკლარირებულ პოლიტიკურ კურსზე, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ეხება. ამ თვალსაზრისით ანგარიშში მოყვანილია და აქცენტია გაკეთებული ახალი ხელისუფლების მიერ დადებულ პირობაზე, რომ მოსკოვთან დაახლოება დასავლურ პოლიტიკურ კურსს ხელს არ შეუშლის.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები