მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

'ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის' (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' ორგანიზაციიდან აცნობეს, მისია შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება, რომლებიც აშშ-ის კონგრესის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები, ყოფილი დიპლომატები და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რეგიონული ექსპერტები არიან.
'დელეგაციის მიზანი, საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. NDI მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ კონკურენტული არჩევნებია, ხოლო ამომრჩეველი რეალური არჩევანის წინაშე დგას. ინსტიტუტი საზოგადოებას საარჩევნო პროცესში ფართო და კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში არჩევნების სანდოობასა და მნიშვნელობას ქართველი ხალხი განსჯის. NDI საქართველოში პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 1994 წლიდან მუშაობს', - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 
თბილისში დელეგაციის წევრები კანდიდატებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს, ასევე, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები