მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> NDI-ს კვლევით, ინიციატივა ლაზიკას მშენებლობის შესახებ რესპონდენტთა 84%-სთვის არის ცნობილი

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ქალაქ ლაზიკას მშენებლობის შესახებ გამოკითხულთა 84% -სთვის არის ცნობილი, 13%-მა კი ამ ინიციატივის შესახებ არ იცის , - ამგვარი შედეგი აჩვენა NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. 
აღნიშნული 84%-დან, რომლისთვისაც ცნობილია ეს ინიციატივა, ლაზიკას მშენებლობას მხარს უჭერს 59%, 27% კი ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს. 
კითხვაზე, უნდა გამართულიყო თუ არა საჯარო განხილვები და კონსულტაციები პარლამენტში მანამდე, სანამ პრეზიდენტი ამ ინიციატივას გაახმაურებდა, რესპონდენტთა 68% პასუხობს, რომ აუცილებლად უნდა გამართულიყო, 8% მიიჩნევს, რომ არ უნდა გამართულიყო, 27%-მა კი ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. 
კვლევა სახელწოდებით 'საზოგადოების განწყობა საქართველოში', 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 3161 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს საფუძველზე. NDI-ის კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები