მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Newsweek საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

წამყვანმა ტაბლოიდმა „Newsweek'-მა ქართულ ღვინოს ვრცელი სტატია მიუძღვნა. „არ გამოტოვოთ ხვანჭკარა' - ასეთია სტატიის სათაური, სადაც დეტალურადაა აღწერილი მცხეთაში გამართული ღვინის ფესტივალი. ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია ქართულ სტუმართმოყვარეობაზეც.

„ქართული ღვინო გახდა პირველი მიზეზი რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების. 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინის რუსულ ბაზარზე შეტანა აკრძალა. თუმცა, ეს საქართველოსთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ ღვინის დამუშავების მეთოდები ამის შემდეგ კიდევ უფრო გააუმჯობესეს', - აღნიშნულია „Newsweek'-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიის დასასრულს „Newsweek' „ქინძმარაულის მარანის' დირექტორის, დიმიტრი ლებანიძის კომენტარს აქვეყნებს: „თუ რუსეთი დაელოდება ორი ან სამი წელი ქართული ღვინის მათ ბაზარზე შეტანას, ჩვენი საუკეთესო ღვინოები გავა ჩინეთის, კანადის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.'

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები