მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> Reuters-მა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ადგილზე გადაღებული ფოტოები შეიძინა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა პაკისტანელი ჩინოვნიკისგან ოსამა ბინ ლადენის გარდაცვალების ადგილზე ოპერაციიდან ერთი საათის შემდეგ გადაღებული ფოტოები შეიძინა. 
ფოტოზე სისხლში ამოსვრილი სამი უცნობი უიარაღო ადამიანის ცხედარი და ერთ-ერთი ამერიკული ვერტმფრენის ნამსხვრევებია გამოსახული. InterPressNews.Ge
ფოტოებზე გამოსახული სამი მამაკაციდან - ორს ტრადიციული პაკისტანული ტანისამოსი აცვია, ერთს კი სპორტული მაისური. სამივე მათგანს ცხვირიდან, ყურებიდან და პირიდან სისხლი სდის.InterPressNews.Ge
Reuters აცხადებს, რომ ფოტოები ჩინოვნიკისგან შეიძინა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვიტა, მოკლული ბინ ლადენის ფოტო არ გამოაქვეყნოს.
ფოტოებზე, ასევე, გამოსახულია ამერიკული ვერტმფრენის ნამსხვრევებიInterPressNews.Ge, რომელიც ბინ ლადენის ლიკვიდაციის დროს ჩამოვარდა.
Reuters-მა ფოტოების ანალიზის შემდეგ დაადგინა, რომ ისინი ნამდვილია.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები