მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> The Тelegraph - საქართველოს ყოფილი მინისტრი ეჭვმიტანილია წამებაში

საქართველოს ყოფილი მინისტრი ეჭვმიტანილია წამებაში, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბაჩო ახალაიას შესახებ ბრიტანული The Тelegraph-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილ მინისტრს ბრალად უკანონო დაპატიმრებაც ედება. 
'ბრალდების მიხედვით, 17 სამხედრო მოსამსახურე მისი ბრძანებით სცემეს, 3 დღით აბანოში გამოკეტეს და აშიმშილეს', - ნათქვამია სტატიაში. 
The Тelegraph-ი ინციდენტთან დაკავშირებულ საერთაშორისო გამოხმაურებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ნატო და ევროკავშირი შეაშფოთა. 
'სააკაშვილი, რომელმაც მეტოქე პრემიერ ივანიშვილს ნატო-ს გენერალურ მდივან რასმუსენთან შეხვედრა დაასწრო, ღვარძლიანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, ახლანდელ მთავრობას მისი მოკავშირეების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს', - აღნიშნულია სტატიაში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები